,, თეთრი ზამთარი თავისი ფერადი დღეებით“
პროექტის შესახებ:
კოვიდ 19-მა მსოფლიო
ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვეული მხიარული, ზეიმით გალამაზებული ზამთრის
დღესასწაულებს შინ ვხვდებით. რადგან ყველგან აქტუალურია თემა, შინ დარჩი, რადგან დაიცვა
საკუთარი თავი და სხვა. წელიწადის ეს დრო კი , განსაკუთრებით, გამოირჩევა ისეთი მნიშვნელოვანი
დღესასწაულებით, როგორიცაა: ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი , ნათლისღება… ამ დღეებში ოჯახები ბავშვებთან ერთად
განსაკუთრებით მხიარულობენ, ზეიმობენ, რადგან ეს დღეები არის ახალი იმედების, ოცნებების დაბადების დასაწყისი… თუმცა, დღესდღეობით,
ეს ზეიმი მხოლოდ ოჯახის სივრცეში ხდება, რაც არც ისეთი მრავალფეროვანი და აღმაფრთოვანებელია.
ბავშვებს უყვართ მრავალფეროვნება, მეტი ხალისი, რაც საზოგადოებაში სხვადსხვა აქტივობაში
ჩართვით გამოიხატება. უყვართ მხიარულება, ახალი წლის ბზვინვარება, სიმღერები, გართობა,
საჩუქრები…
ეს პროექტი დაეხმარება
მოსწავლეებს გაილამაზონ შინ ყოფნის დღეები. იყვნენ აქტიურები და საინტერესოდ გაატარონ
ზამთრის სადღესასწაულო დღეები და გაეცნონ სხვადსხვა ქვეყნის ტრადიციებს ზამთრის დღესასწაულებთან
დაკავშირებით.
მიზნები: მოსწავლეებს გავუფერადოთ ზამთრის დღეები და დღესასწაულები
;
გაეცნონ საკუთარი
და საერთაშორისო ქვეყნების ტრადიციებს ზამთრის დღესასწაულებთან დაკავშირებით;
შეძლონ კომუნიკაციის
უნარ-ჩვევის განვითარება;
შემოქმედებითი უნარის
განვითარება;
კომუნიკაციის და ისტ
ტექნოლოგიების აზრობრივად/მიზნობრივად გამოყენება;
პრეზენტაციის უნარების
განვითარება;
გაიღრმაონ თანამშრომლობის
და ურთიერთპატივისცემის უნარები;
სამუშაო პროცესი:
თანაწამყვანს და მოსწავლეებს
დისტანციურად გავაცნობ პროექტის იდეას, მის შინაარს მნიშვნელობას. მიმდინარე აქტივობებს,
მათ შორის:
ü
პროექტის
მიზნის გაცნობა;
ü გავიცნოთ
ერთმანეთი (წარდგენა);
ü
პროექტის
ლოგოს შექმნა;
ü ახალი წლის ტრადიცია ჩემს ქვეყანაში;
ü
ახალი
წელი ევროპაში-ვიდეო/სტატია-გაცნობა/დისკუსია;
ü შობის ტრადიცია ჩემს ქვეყანაში;
ü შობა ევროპაში-ვიდეო რესურსის გაცნობა/დისკუსია;
ü საახალწლო
გრილიანდების, ფიფქების, ნაძვის ხეების, ანგელოზების… დამზადება;
ü ,,ქრისტეს შობა“ -დიორამის დამზადება/ მინი სპექტაკლი;
ü ვხატავთ
- ,,ჩემი ოცნების ახალი წელი“;
ü წერილი
თოვლის ბაბუას;
ü ვქმნით
საახალწლო საჩუქრებს მეგობრებისთვის;
ü მისალოცი ბარათების დამზადება-,,გილოცავთ
შობას!“,,გილოცავთ ახალ წელს!“
ü დღე
მუსიკასთან ერთად-ვიდეოს გადაღება და პრეზენტაცია;
ü
,,ზამთრის
შთაბეჭდილებების წიგნი“-ს შექმნა მატერიალურად/ppt.
ü გამოკითხვა შეჯამება-შეფასების მიზნით;
ü აქტივობების გამოქვეყნება/გაზიარება .
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ,, შინ დარჩის“
პერიოდი უფრო მხიარულად, მრავალფეროვნად ,
აქტიურად და საინტერესოდ გაატარონ;
გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის სადღესასწაულო
ტრადიციებს და მნიშვნელობას;
დაეუფლებიან და გაიღრმავებენ კომუნიკაციის, შემოქმედებით,
პრეზენტაციის , თანამშრომლობით უნარებს.
No comments:
Post a Comment